პრემიერი დავოსში გაემგზავრა

პრემიერი დავოსში გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დავოსში გაემგზავრა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საპარტნიორო ფონდისა და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე - "ახალი გამოწვევა ცენტრალური აზიისთვის", სადაც იგი, სხვა მომხსენებლებთან ერთად, ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრებს.

ბიძინა ივანიშვილი დავოსში რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, ასევე, დაგეგმილია მოლაპარაკებები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ კერძო მიღებასა და სადილს დაესწრება.