ხიდაშელი: ევროსაბჭოში  „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის დებატები არ გაიმართება

ხიდაშელი: ევროსაბჭოში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის დებატები არ გაიმართება

ევროსაბჭოში  „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის დებატები - „საქართველოში გაუარესებული დემოკრატიული ვითარების შესახებ“  არ გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა განუცხადა, ევროპის საბჭომ დებატებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი უთხრა, რაც კოალიციის პირველი გამარჯვებაა.

მისი თქმით,  „ქართული ოცნების“ არგუმენტები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უმრავლესობისთვის მისაღები აღმოჩნდა და დღის წესრიგის განხილვის დროს, აღნიშნული საკითხი არ იქნა გაზიარებული.

„ევროსაბჭოში, რომ ჩამოვედით სიუპრიზი დაგვხვდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ნაციონალური მოძრაობა“ - საქართველოში გაუარესებული დემოკრატიული ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ დებატებს ითხოვდა და ეს საკითხი დღის წესრიგში EPP-ის მიერ იყო ინიცირებული. უმრავლესობა ევროპის საბჭოს პრინციპების ერთგულია და ნებისმიერ საკითხზე თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავს. ჩვენ მხრიდან, ევროპის საბჭოს დაინტერესებული ინსტიტუტებისათვის ნებისმიერ საკითხზე სრული ინფორმაციის მიწოდება მოხდება,  მაგრამ არავითარი საკითხი, რომელიც წუხილს გამოხატავს,  მათი მხრიდან ჯერჯერობით არ დასმულა“, - აცხადებს კანონმდებელი.