ძიძიგური:  პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეა დედაქალაქში პოლიტიკური ცენტრის მოშლას ისახავდა მიზნად

ძიძიგური: პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეა დედაქალაქში პოლიტიკური ცენტრის მოშლას ისახავდა მიზნად

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის შეფასებით, პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეა - დედაქალაქში პოლიტიკური ცენტრის მოშლას ისახავდა მიზნად.

ამ წუთებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც სიტყვით ზვიად ძიძიგური გამოვიდა.

„თავის დროზე, პარლამენტის ქუთაისში გადატანა უკავშირდებოდა არა რეგიონის განვითარებას, არამედ იმ გარემოებას, რომ პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია მთლიანად იყო დაკნინებული, ამის პარალელურად კი, ნომინალური და ფორმალური უფლებამოსილებები გააჩნდა“, - აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციიდან ის მუხლი ამოდის,  რომლის თანახმად,  პარლამენტის ადგილმდებარეობად  ქალაქი ქუთაისია განსაზღვრული.