სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეხვდა

სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან-კლოდ მინიონს შეხვდა.

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან-კლოდ მინიონთან გამართული შეხვედრის მთავარი თემები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ევროპარლამენტან თანამშრომლობის გაღრმავების როლი და რუსეთთან მიმართებაში მიღებული რეზოლუციების მნიშვნელობა იყო. საუბრისას ჯან-კლოდ მინიონმა , კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ აუცილებელია ასამბლეის მიერ მიღებული იმ რეზოლუციების გათვალისწინება, რომელიც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას შუწყობს ხელს.თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს ომის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისთვის. მინიონმა კი გამოთქვა მზაობა ხელი შეუწყოს რეზოლუციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების განხორციელებას.

შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ჟან-კლოდ მინიონმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს. ქვეყნის პირველი პირი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პირადი მიწვევით იმყოფება.