პატრიარქი ხვალ მოსკოვში მიემგზავრება

პატრიარქი ხვალ მოსკოვში მიემგზავრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში ხვალ გაემგზავრება. ვიზიტის პროგრამა ჯერ საბოლოოდ დაზუსტებული არ არის , თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს პატრიარქის მოსკოვში ჩასვლა მისთვის ჯილდოს გადაცემას უკავშირდება.

კერძოდ, 21 იანვარს მოსკოვში საერთაშორისო საზოგადოებრივი ერთობის ფონდის ყოველწლიური, რიგირთ მე-13 დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქი, უწმინდესი კირილი უხელმძღვანელებს.

საქართველოს პატრიარქს, კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, გადაეცემა პრემია სახელწოდებით - "გამორჩეული საქმიანობისა და მართლმადიდებელ ხალხებს შორის ერთობის განმტკიცებისათვის ქრისტიანული ფასეულობების დამყარებისა და განმტკიცებისთვის საზოგადოებაში".