პარლამენტმა დაცვის სამსახურის შესახებ კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა დაცვის სამსახურის შესახებ კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის შესახებ“ კანონი 88 მომხრე ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სასახურის ხელმძღვანელს პრეზიდენტის ნაცვლად,  თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

ამას გარდა, პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კანონპროექტს ახალი თავი დაემატა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურისგან დამოუკიდებლად პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდება, ის უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებარება და მისი და მისი ოჯახის წევრების დაცვას უზრუნველყოფს. 

გარდა ამისა, კანონის ამოქმედებიდან ათი დღის ვადაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის რეორგანიზაციის მიზნით, მთავრობა სპეციალურ კომისიას შექმნის, რომელიც მთავრობისა და პრეზიდენტის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.