სააკაშვილი სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოვიდა

სააკაშვილი სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის.

პრეზიდენტის განცხადებით, ყველა იმ სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, რომელიც დაიღუპება, მიუხედავად იმისა, ოჯახის მარჩენალი იყო თუ არა ეს სამხედრო პირი, მიეცეს პენსია, სამხედრო პენსიის ოდენობით და არა მხოლოდ კონპენსაცია, რომელიც დღეს ერთჯერადი სახით ეძლევათ. პრეზიდენტის თქმით, ამის საშუალება დღეს სახელმწიფოს უკვე აქვს.

ამასთან, პრეზიდენტის ინიციატივით, უნდა გაორმაგდეს სამხედრო პენსიები და მინიმალური ზღვარი იყოს სახელმწიფო პენსიის მინიმალური ოდენობის ორმაგი, ხოლო ვინაიდან 90-იან წლებში იმდენად დაბალი იყო ეს კონპენსაცია, რომ ბევრი ადამიანი ჩვეულებრივ სახელმწიფო პენსიაზე გადავიდა, მათ შეეძლოთ, გადმოსვლა ისევ სამხედრო პენსიაზე, სამხედრო კონპენსაციაზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ სამხედრო მოსამსახურე გავიდა პენსიაზე, მაგრამ უნდა სახელმწიფო სამსახურში სამსახური, შეუნარჩუნდეს სამხედრო პენსია და ეს ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს.

„ამ კანონპროექტის ფინანსურ დასაბუთებას ჩვენ წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა სააკაშვილმა.