ნიკოლოზ მელიას დაკითხვა მიმდინარეობს

ნიკოლოზ მელიას დაკითხვა მიმდინარეობს

ძველი თბილისის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ მელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში, ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად მივიდა.

ამჟამად მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ნიკოლოზ მელიამ მოდულის შენობაში შესვლამდე განაცხადა, მისი ინფორმაციით, კითხვებს დაუსმევენ იმ 80 მილიონ ლართან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადაირიცხა კახეთის განვითარების ფონდში.

„რამდენადაც მე ვიცი, გამოძიებას კითხვები უნდა ჰქონდეს იმ ცნობილ 80 მილიონთან დაკავშირებით, რომელიც კახეთისთვის ჩაირიცხა თავის დროზე და მერე მოხდა უკან გადარიცხვა პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე“, - განაცხადა მელიამ.

მელიას ინფორმაცია არ აქვს, ექნება თუ არა გამოძიებას კითხვები „ქართუ ბანკთან"“ დაკავშირებით.

„ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიებას ჰქონდა ადრე უკვე კითხვები, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ყველა სააღსრულებლო პროცედურა, რომელიც რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობის დროს განხორციელდა, ბანკთან მიმართებაში იყო კანონიერი და ვფიქრობ, რომ ჩემი გადაცდომის რაიმე მტკიცებულება გამოძიებას არ აქვს“,- განაცხადა მელიამ.