აზებაიჯანში ქიბარ ხალვაში დააკავეს

აზებაიჯანში ქიბარ ხალვაში დააკავეს

აზერბაიჯანში საქართველოში კორუფციული დანაშაულისთვის ძებნილი ქიბარ ხალვაში დააკავეს, -ამის შესახებ ინფორმაციას  აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდი" განცხადებას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოს მოქალაქე ქიბარ ხალვაში, რომელიც სამშობლოში თაღლითობის, მითვისების, დოკუმენტების გაყალბების, ფულის გათეთრების, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მიზეზით იძებნება", - ნათქვამია განცხადებაში.