საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებმა ურთიერთობის გარღმავების გზებზე იმსჯელეს

საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებმა ურთიერთობის გარღმავების გზებზე იმსჯელეს

საქართველოს დელეგაციის სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა  თემა სომხეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზები იყო.

გაფართოებული ფორმატით შეხვედრას წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა სომეხ კოლეგა ტიგრან სარქისიანთან, რომელიც სომხეთის მთავრობის შენობაში შედგა.

პრემიერ-მინისტრი სომხეთს ოფიციალური ვიზიტით დღეს დილით ეწვია. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, კულტურის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და რეინტეგრაციის მინისტრი.