ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ორთვინ ჰენიგს შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობის საკითხები, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.

სამინისტროსვე ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აქტიურ დახმარებას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის მართვის სფეროში შესაძლებლობების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებში.