საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რაოდენობა ცხრა წევრამდე მცირდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რაოდენობა ცხრა წევრამდე მცირდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რაოდენობა ცხრა წევრამდე მცირდება.

აღნიშნულ ცვლილებას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს,  რომლის ავტორი საინიციატივო ჯგუფია. კანონპროექტი კი უკვე პარლამენტშია.

წარდგენილი ცვლილებებით, საბჭოში პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველი კონკურსისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელშიც დარგის სპეციალისტები შევლენ.

ამასთან, წინადადებით, კომისიის მიერ პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე წარედგინება არანაკლებ სამი კანდიდატი. წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს სამ წევრს აირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორე სამ წევრს პარლამენტის დანარჩენი წევრები. ხოლო, ერთი წევრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. ასევე ცვლილებებით, დანარჩენ ორ წევრს სახალხო დამცველი ირჩევს და ამ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტი არ ამტკიცებს.

ამას გარდა, წარდგენილ კანონპროექტს შემოაქვს - სავალდებულო ტრანზიტის ვალდებულება, წესდება მაუწყებლის ვალდებულება - მისცეს მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელს ტრანზიტის უფლება. ასევე წესდება -  მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების ვალდებულება, საერთო ეროვნული მაუწყებლობისთვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარების ვალდებულება, ხოლო დანარჩენი მაუწყებლობისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარების ვალდებულება.

ამას გარდა, წესდება აუდიტორული დასკვნების სრულად გამოქვეყნების ვალდებულება და წესდება სარეკლამო შემოსავლების ყოველკვარტალურად გამოქვეყნების ვალდებულება, ასევე პროექტს შემოაქვს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საეთერო/სარეკლამო დროის შესყიდვის მკაცრი წესები.