პარლამენტში სახელმწიფო დაცვის სამსახურთან დაკავშირებით, მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელებენ

პარლამენტში სახელმწიფო დაცვის სამსახურთან დაკავშირებით, მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელებენ

პარლამენტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურთან დაკავშირებით, მომზადებული ცვლილებების განხილვას უბრუნდება. 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს მესამე მოსმენით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი განიხილავს.

ინიციატივით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის, მის ხელმძღვანელს კი, პრეზიდენტის ნაცვლად თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

ამასთან, ცვლილებებით, პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური ყალიბდება, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებარება და მისი და მისი ოჯახის წევრების დაცვას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს დეკემბრის ბოლოს მეორე მომსმენით უკვე დამტიცებული ჰქონდა,  როცა პროექტი მესამე მოსმენიდან კვლავ მეორე მოსმენაზე დაბრუნდა.