მოსახლეობის აღწერა ელექტრონულ-კარტოგრაფიული რუკებით ჩატარდება

მოსახლეობის აღწერა ელექტრონულ-კარტოგრაფიული რუკებით ჩატარდება

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, ზაზა ჭელიძის განცხადებით, სტატისტიკის დეპარტამენტი მოსახლეობის აღწერისთვის ემზადება. როგორც ზაზა ჭელიძემ  დღეს, გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, აღწერის ჩატარება დაგეგმილია  არა ხელით შედგენილი, არამედ ელექტრონულ-კარტოგრაფიული რუკებით; მსგავსი რუკებით აღწერა პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებში განხორციელდა.

ჭელიძის თქმით, „საქსტატი“ აპირებს მოსახლეობის აღწერა ჩაატაროს ორ ეტაპად.

პირველ ეტაპზე მოხდება საცხოვრებელი შენობებისა და ოჯახების აღწერა, შემდეგ კი - მოქალაქეების.

მისივე თქმით, შეიძლება ასევე დაითავლოს არა მხოლოდ ადამიანების რაოდენობა, არამედ მოხდეს მიგრაციის, დასაქმებისა და სხვა მონაცემების აღწერაც.

ამასთან, როგორც ზაზა ჭელიძემ აღნიშნა, დაგეგმილია, აღწერა განხორციელდეს 2014 წლის ბოლომდე. თუმცა, მისივე თქმით, ამას სჭირდება სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნა, სწორედ ამ კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღწერასა და მის კითხვარებთან დაკავშირებით.