უკანონო შეიარაღებული  ფორმირების შექმნის საქმეზე,  ნივთმტკიცებულებების დათვალიერება მიმდინარეობს

უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის საქმეზე, ნივთმტკიცებულებების დათვალიერება მიმდინარეობს

მოდულის შენობაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ,  უკანონო შეიარაღებული  ფორმირების შექმნის საქმეზე,  ნივთმტკიცებულებების დათვალიერება მიმდინარეობს. პროცესს  ორივე მხარე და მოსამართლე ესწრებიან.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა მოდულში შესვლამდე განაცხდა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არანაირი არგუმენტი, არანაირი მტკიცებულება  დადასტურებული არ არის.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, ზვიად კორძაძე  კი, იმედოვნებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამ საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი დასრულდება.

„გუშინ ვერ მოხერხდა და ვერ მოიტანა ბრალდებამ ნივთიერი მტკიცებულებების მოტანა სასამართლო პროცესზე. ჩვენ მოვედით მოდულის შენობაში, რათა ადგილზე დავათვალიეროთ ის ნივთიერი მტკიცებულება, რომლის წარმოშობა ამ საქმეში ბუნდოვანია. დღესვე განახლდება სასამართლო სხდომა ამ საქმესთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ დღესვე დამთავრდება ყველაფერი. პროკურატურამ უნდა მოხსნას ბრალი, თუ ობიექტური იქნება, ან ჩვენ გამამართლებელ განაჩენს მოვითხოვთ იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არავითარი მტკიცებულება არ არის“, - განაცხადა კორძაძემ.

მოდულში მიმდინარე მტკიცებულებების დათვალიერებას ასევე,  აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სხვა ბრალდებულებიც ესწრებიან.