ცაგარეიშვილი მერაბიშვილსა და ხეთაგურს კრიმინალში სდებს ბრალს

ცაგარეიშვილი მერაბიშვილსა და ხეთაგურს კრიმინალში სდებს ბრალს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს - ვანო მერაბიშვილსა და ალექსანდრე ხეთაგურს კრიმინალში ადანაშაულებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, გასულ წლის გაზაფხულზე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, რომელიც    თავის მხრივ, გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ არის დაფუძნებული  შ.პ.ს. „ქართულ კურდღელი“ დააფუძნა, რომელმაც საჯარო სამართლის იურიდულ პირს - სატყეო საბაზისო მეურნეობას  88 ათას კვადრატული მეტრის მიწის ფართობა წაართვა.

„ეს კრიმინალური ფაქტი ვანო მერაბიშვილისა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის,  ალექსანდრე ხეთაგურის მიერ განხორციელდა. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საკუთრებიდან უკანონოდ და უსაგნოდ მიწის ფართობი ჩამოართვეს, რაც დანაშაულებრივი ფაქტია. ენერგეტიკის სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებული - სატყეო, საბაზისო სანერგე მეურნეობა საქართველოში ნერგების განვითარებისა და ტყეების მოყვანას უწყობს ხელს.  ამ სანერგე მეურნეობის განადგურების მიზნით, მერაბიშვილმა ხეთაგურთან ერთად,  გადაწყვიტა, რომ მეურნეობისთვის მიწა  წაერთმია. როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი და ალექსანდრე ხეთაგური მებოცვრეობის განვითარებით ყოფილან დაკავებულნი, რადგან ისინი ბოცვრების გამრავლების პროცესს თავად აკვირდებოდნენ და საგარეჯოს რაიონის სოფელ სართიჭალას ხშირად სტუმრობდნენ“, - აცხადებს დეპუტატი.

ცაგარეიშვილის განცხადებით, მეურნეობისთვის წართმეულ ტერიტორიაზე, ბორცვლების გამოსაკვებად მარცვლეულიც დაითესა.

დეპუტატის თქმით, კომიტეტი ეკონომიკის სამინისტროს მივმართავს, რომ ამორციხული ტერიტორია და სანერგე მეურნეობას დაუბრუნდეს და პირვანდელი საქმე გააგრძელოს.