განათლების კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

განათლების კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებელთან დაკავშირებით, მომზადებულ ცვლილებებზე მსჯელობენ და ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ  საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა ხორციელდება.

მისი თქმით, ნატოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოვლენებს ყველაზე ობიექტურად აშუქებს.

კანდელაკის გამოსვლის პათოსი უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა გააპროტესტა.

„რა გააკეთეთ ნატოსთის? სჯობს, გამოსვლა შეაწყვეტინოთ. ჯიბის ტელევიზია თქვენსკენ მოიკითხეთ. ნიჭიერ ადამიანებს მოვუსმენ, მაგრამ არ შემიძლია დემაგოგიის ატანა და ტრალი-ვალი. ლექციებს ნუ გვიტარებთ “, - მიმართა პაპაშვილმა კანდელაკს.

პაპუაშვილს კანდელაკი და სერგო რატიანი გამოეხმაურნენ და  დაინტერესდნენ თუ რატომ იკრძალებოდა თავისუფალი აზრის გამოთქმა.

დეპუტატების კამათში უმრავლესობის წევრები - ელისო ჩაფიძე, გოგი ქავთარაძე და ანი მიროტაძე ჩაერთვენ და კანდელაკს წინა ხელისუფლების ქმედებების გაახსენეს.