პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი” პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი” პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, პირველი მოსმენით 103 ხმით დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ყოფილ თუ მოქმედ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ნაფიცმსაჯულთა განსჯადი სფერო ხდება.

კანონპროექტს იუსტიციის მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუჭირა.

 ცვლილებების მიღება უმცირესობის წინადადებების  შეთავაზებების გაზიარებითაც მოხდა. კერძოდ, ხელისუფლებამ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს არეალის ტერიტორიული თვალსაზრისით გაზრდის თაობაზე უმცირესობის შეთავაზება გაიზიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის მოქმდების მასშტაბი თბილისისა და ქუთაისის სასამართლეობის გარდა, ბათუმის სასამართლოზეც გავრცელდება.

ამასთან, კანონპროექტს 332/1-ე მუხლი დაემატა, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია პროცესების აუდიო-ვიდეო ჩაწერა უზრუნველყოს.

ამასთან, პირის უფლება, დაკითხული იქნეს მხოლოდ სასამართლოს მიერ, 2013 წლის 1 სეტემბრიდან ამოქმედდება.