ბიძინა ივანიშვილი დღეს, სომხეთს ეწვევა

ბიძინა ივანიშვილი დღეს, სომხეთს ეწვევა

ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დღეს სომხეთს ეწვევა. სომხეთის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოს პრემიერის შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან, პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარკისიანთან, სრულიად სომხეთის კათოლიკოს გარეგინ მეორესთან, ასევე საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ენერგეტიკისა და ბუნებრვი რესურსების მინისტრებთან.

ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალს მოინახულებს.

დღესვე საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.