კანდელაკი: საქართველო ჩრდილოატანტიკურ ალიანსს უფრო და უფრო მეტად სცილდება

კანდელაკი: საქართველო ჩრდილოატანტიკურ ალიანსს უფრო და უფრო მეტად სცილდება

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა ისეთი ტიპის შეცდომებს უშვებს, რაც თავის დროზე, ედუარდ შევარდნაძესა და მის ხელისუფლებას არ დაუშვია.

ამის შესახებ დღევანდელ რიიგარეშე სხდომაზე, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა  განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ჩრდილოატანტიკურ ალიანსს საქართველო უფრო და უფრო მეტად სცილდება .

„ვილნიუსში მაია ფანჯიკიძემ საკმაოდ სუსტი გამოსვლისას შეძლო ის,  რომ ერთნაირად გააღიზიანა, როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური მხარე.  ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც პარლამენტის მიერ გამოცხადებულ ამნისტიას და გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს დადებითად გამოეხმაურა, არის რუსეთის ფედერაცია“, - განაცხადა კანდელაკმა.