თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისი“-ს განცხადება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისი“-ს განცხადება

თამბაქოს გამონაბოლქვით შეწუხებული საზოგადოება იმ კანონის აღსრულების მოლოდინშია, რომელიც  სააკაშვილის ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2010  წლის დეკემბერში კანონის ახალი რედაქციით მიიღო. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიხსნა კანონის დაცვის ვალდებულებები მაშინ, როცა ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვენ გარკვეული სტანდარტების დაფუძნებას, რის გარეშეც შეუძლებელი იქნება ევროკავშირში გაერთიანება.

მინდა მიხეილ სააკაშვილს თავისივე პოპულისტური სიტყვები შევახსენო, რომელიც ნიუ–იორკის მერთან შეხვედრის შემდეგ წარმოთქვა - „საქართველო უნდა გავათავისუფლოთ თამბაქოსგან“. თუმცა ეს სიტყვები, მხოლოდ სიტყვებად დარჩა.

2005 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირების მიუხედავად, საქართველოს ყოფილი ხელისუფლებისათვის გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა  თამბაქოს კომპანიების უფლებები, ვიდრე საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა, რომ აღარაფერი  ვთქვათ  ევროკავშირის მოთხოვნებზე.

დღეს ქვეყანაში, კანონით აკრძალული შემდეგი ქმედებები, მისი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის უქონლობის გამო პრაქტიკულად წახალისებულია. თამბაქოს რეალიზაციის ადგილებში, კანონის მოთხოვნის მიუხედავად სავაჭრო ობიექტებში განთავსებული არ არის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება, ხოლო რეალიზაცია წარმოებს სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებიდან არაუმეტეს 50 მეტრის რადიუსში და ხშირად ღერობით, შეფუთვის გარეშე 18 წლამდე პირებზეც.  

კაფე-ბარებსა და რესტორნებში, ისევე, როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ადმინისტრაცია უფლებამოსილია  კლიენტისთვის განკუთვნილი მომსახურების გასაწევი ფართობის 50%-ზე დაუშვას თამბაქოს შეუზღუდავი მოხმარება, დღესდღეობით, თითქმის, ყველა ასეთ ადგილას კანონი უხეშადაა უგულველყოფილი.

ფრაქცია „ქართული ოცნება–თბილისი“ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, გულთან ახლოს მიიტანონ ჩვენი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდების მშობლებისთვის საჭირბოროტო და მტკივნეული თემატიკა, გამოხატონ თავისი პოზიცია თამბაქოს წარმოებაზე, იმპორტზე, დისტრიბუციაზე, საცალო და საბითუმო რეალიზაციაზე და მოხმარებაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის სისტემის დაწესების კუთხით და დაიცვან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტებით გარანტირებული და საქართველოს პარლამენტის მიერ ჯერ კიდევ 2005 წელს მხოლოდ სიტყვიერად დეკლარირებული უფლებები.

 შეგახსენებთ, რომ ამ ფაქტორის გათვალისწინება ტურიზმის განვითარების კუთხითაც მნიშვნელოვანია (მაგ: თურქეთმა ევროკავშირის მოთხოვნით აკრძალა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, რესტორნებში და კაფე–ბარებში თამბაქოს მოხმარება; 2011 წელს თამბაქოს მოხმარება აიკრძალა უკრაინაში, პოლონეთში, ჩვენი მეზობელი ქვეყანა სომხეთი წელიწადში დაახლოებით 350 000 დოლარს ხარჯავს თამბაქოს მოხმარების შეზღუდვისა და პრევენციული ღონისძიებებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკაზე და დასავლეთზე).

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნებათბილისი  თავმჯდომარე

გიორგი მუსხელიშვილი