გაბაშვილი: ოზურგეთის გამგებელმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერი დაჭრა

გაბაშვილი: ოზურგეთის გამგებელმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერი დაჭრა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის გამგებელმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერი დაჭრა.

დღევანდელ რიგგარეშ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას, გაბაშვილი ზუგდიდში მომხადრ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცახადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი  ჩაშლის პირას არის.

მისი თქმით, გუშინ დეპუტატებს მარიამ საჯაიასა და აკაკი ბობოხიძეს ზუგდიდში შეურაცხყოფა მიაყენეს და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ეზრუნა, რომ სხდომა მშვიდ და ცივილიზებულ ვიარებაში ჩატარებულიყო, ადგილზე იყო შეკრებილი აქტივი, რომელმაც სხდომა ჩაშალა.

„ეს ვითარება კი,  ყოველგვარ ჯანსაღ პროცესს სცილდება. ეს კითხვის ჩვენი მოანწილეობის აცუცილებლობაზე. რეგიონებში ვითარება უკვე უკონტრო ხდება. ოზურგეთში გამგებელმა თქვენი წარმომადგენელი დაჭრა და ვიცით, რომ სამეგრელოში, გამგებლებს აქვთ მიღებული დავალება, რომ აქციები გამართონ“, - დასძინა გაბაშვილმა.