უმრავლესობამ უმცირესობის წინადადებები ნაწილობრივ  გაითვალისწინა

უმრავლესობამ უმცირესობის წინადადებები ნაწილობრივ გაითვალისწინა

საპარლამენტო უმრვალესობამ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, უმცირესობის რამდენიმე წინადადება გაითვალისწინა.

ნაფიცმსაჯულთა განსჯადობის სფეროსთა დაკავშირებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ალტერნატიული წინადადებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

 კერძოდ, უმრავლესობა უმცირესობის იმ წინადადებას ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების მოქმედება აღარ იქნება შემოფარგლული მხოლოდ თბილისითა და ქუთაისით, არამედ ბათუმის სასამართლოს დანაშაულთა გარკვეულ სახეებთან მიმართებით მიენიჭება საქმის ნაფიც  მსაჯულთა სასამართლოს.

ამასთან, უმრავლესობამ ის წინანადებაც გათვალისწინა, რომლის თანახმად,  ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მიმდინარეობა ტელე-რადიო მაუწყებლობის საშუალებების მიერ გაშუქებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.   

უმრავლესობა განსჯადობის მიმართულებით „სისხლის სამართლის კოდექსით” განსაზღვრული მუხლების დამატებას არ დაეთანხმა.

მთავრობის ინიციატივით, ნაფიცმსაჯულთა განსჯადი სფერო ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ხდება.