უმცირესობა ნაფიც მასჯულთა ინსტიტუტის განსჯადობის არეალის კიდევ უფრო მეტად გაფართოების წინადადებით გამოდის

უმცირესობა ნაფიც მასჯულთა ინსტიტუტის განსჯადობის არეალის კიდევ უფრო მეტად გაფართოების წინადადებით გამოდის

საპარლამენტო უმცირესობა ნაფიც მასჯულთა ინსტიტუტის განსჯადობის არეალის კიდევ უფრო მეტად გაფართოების წინადადებით გამოდის.

როგორც ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერმა, დავით საყვარელიძემ განუცხადა, თანამდებობის პირებთან დაკავშირებული საქმეების ნაფიც მსაჯულთა განსჯადად ქცევის ინიციატივა „წინგადადგმულ ნაბიჯია’.

‘ამ მიმართულებით სახელისუფლო გუნდს ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებებს ვთავაზობთ, რომლიც უკვე დარეგისტრირებულია და მისი ოფიციალურად ინიცირებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ დავნერგეთ. მას ‘ნაციონალური მოძრაობა’ ნამდვილად არ ეწინააღმდეგება. პირიქით,  ინიციატივით გამოვდივართ, რომელიც ნაფიც მასჯულთა ინსტიტუტის განსჯადობის არელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას გულისხმობს. ჩვენს მიერ მომზადებული პროექტით, ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მიღება ისეთ საქმეებზეც მიეცემათ, რომელიც ყაჩაღობას, ძარცვას, ქურდობას და სხვა დანაშაულებს ეხება’, - ამბობს კანონმდებელი.

დეპუტატის შეფასებით, აუცილებელია იმ საკანონმდებლო ნორმის შენარჩუნება, რომელიც ბრალდებულს ნაფიც მსაჯულებსა და პროფესიონალ მოსამართლეს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.