დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 16:00 საათზე დაიწყება. სხდომის დაწყებამდე კი, 14:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება, სადაც ბიუროს წევრები რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავენ.

ამასთან, რიგგარეშე სხდომამდე საკომიტეტო მოსმენები იმართება. კანონმდებლები რიგგარეშე სესიის ფორმატში მუშაობას მიმდინარე კვირის ბოლომდე გააგრძელებენ.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომები პრეზიდენტის ოფიციალური მოწვევით იმართება.