რუსი უფლებადამცველები პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებენ

რუსი უფლებადამცველები პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებენ

რუსი უფლებადამცველები საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც from.ge  უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველო პოლიტპატირების გარეშე აღსრულდა! 2013 წლის 13 იანვარს 190 ქართველი პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა! საქართველო გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც აღიარა პოლიტპატიმრების არსებობა და უარი განაცხადა მოქალაქეთა პოლიტიკური დევნის უფლებაზე! ეს მხოლოდ იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ ოპოზიციამ მიაღწია მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ამ არჩევნებში გამარჯვებას და ამის შედეგად ხელისუფლების შეცვლას. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ქვეყანა, რომელშიც არსებობენ პოლიტიკური პატიმრები (ამ ქვეყნის სს კოდექსში შესაბამისი მუხლის ფორმალურად არარსებობის მიუხედავად), არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად.

ბოლო წლებში ჩვენ ამას არაერთხელ ვიმეორებდით საქართველოშიც, რუსეთშიც და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც.

საქართველოს გადასადგმელი დარჩა ბოლო ნაბიჯი: პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაცია. ეს უნდა გახდეს სამართლიანობის აღდგენის აქტი!

რუსეთში ჩვენ სამწუხაროდ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და მათ რეაბილიტაციამდე. მაგრამ ამისთვის რუსეთს, საქართველოს მსგავსად, სჭირდება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება.

ვულოცავთ გათავისუფლებულ ქართველ პოლიტპატიმრებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს ახალ ხელისუფლებას გონიერების, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის გზაზე დაბრუნებას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ლუდმილა ალექსეევა, სერგეი კოვალიოვი, ალექსი სიმონოვი, იური რიჟოვი და ერნსტ ჩორნი აწერენ ხელს.

რუსი უფლებადამცველებმა განცხადება ორგანიზაციას "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" გამოუგზავნეს.