ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი განახლდა

ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი განახლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და მეთაურობის ბრალდების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი განახლდა.

ოქრუაშვილის ადვოკატის , მამუკა ჭაბაშვილის  განცხადებით, პროცესზე მოწმეების დაკითხვა დასრულდება.

აღნიშნულ საქმეზე ოქრუაშვილს რამდენიმე დღის წინ გამართულ პროცესზე აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გირაოთი შეეცვალა, თუმცა იგი სასამართლო დარბაზიდან მხოლოდ იმიტომ არ გაათავისუფლეს, რომ სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე აღმკეთად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. თუმცა, 11 იანვარს გამართულ პროცესზე მოსამართლე ზვიად ესებუამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრს აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა 15 ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა და ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქართველოში ჩამოსვლისას 4 ბრალი ჰქონდა, საიდანაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ორი საერთოდ მოეხსნა. კერძოდ, მას მოეხსნა ფულის გათეთრების ბრალდება და ე.წ. ჯეოსელის ეპიზოდი, რომლის გამოც ოქრუაშვილს 11 წელი ჰქონდა მისჯილი.