დავით ჯალაღანია საქართველოში მალტის სამხედრო სუვერენული ორდენის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

დავით ჯალაღანია საქართველოში მალტის სამხედრო სუვერენული ორდენის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია საქართველოში მალტის სამხედრო სუვერენული ორდენის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარჩელო ჩელესტინს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და მათი სამომავლო განვითარება განიხილეს.