ლიბიას  ძველი სახელწოდება „ალ- ჯამახირია“ შეეცვალა

ლიბიას ძველი სახელწოდება „ალ- ჯამახირია“ შეეცვალა

ლიბიის ნაციონალური კონგრესის გადაწყვეტილებით, ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის მიერ ქვეყნისთვის  შერქმეული სახელწოდება „ალ-ჯამახირია“, რაც არაბულად „ხალხთა მასების მმართველობას“ ნიშნავს, შეიცვალა და ამიერიდან მას ლიბიის სახელმწიფო ერქმევა.

არაბული გამოცემის „ელაფის“ ინფორმაციით, კონგრესმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო. ქვეყნის ძველი სახელწოდება ფულის ერთეულებზე, აგრეთვე მრავალ სახელმწიფო დოკუმენტზეა აღნიშნული, რაც კონსტიტუციის მუხლის ცვლილების შემდეგ შეიცვლება.

შეიარაღებული კონფლიქტი მუამარ კადაფს, რომელიც 1969 წლიდან მართავდა ქვეყენას და ლიბიის ეროვნულ გარდამავალ საბჭოს შორის 2011 წლის თებერვლიდან დაიწყო. იმავე წლის ოქტომბერში, მუამრ კადაფის მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის მმართველობა ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ხელში გადავიდა.