ტიმოშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა

ტიმოშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა

უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა. ამჯერად მას ბრალი 1990-იან წლებში 405 მილიონი დოლარის გაფლანგვაში ედება. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 191-ე მუხლის მიხედვით, ბრალდება 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხარკოვის პროკურატურის განცხადებით, კი ყოფილი ექს-პრემიერი, რომელიც  მკურნალობის კურსს ამჯერად საავადმყოფოში გადის, მაქსიმალურად ცდილობს სასამართლო მსვლელობის  გაჭიანურებას.

იულია ტიმოშენკო ხარკოვის  კოლონიაში 7 -წლიან სასჯელს იხდის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის რუსეთის ფედერაციასთან 2009 წელს დადებული  ე.წ „გაზის საქმის“ გამო.