იუსტიციის ყოფილი მინისტრი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის გოჩა სვანიძის განცხადებით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი პროკურატურის მიერ  წაყენებულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ სცნობს. ბელგიის მიერ ადეიშვილისთვის  პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ადვოკატი არც ადასტურებს და არც უარყოფს. სასამართლოს მიერ ადეიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების და პასპორტების მოქმედების შეჩერების საკითხის შესახებ , თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების  სააპელაციო წესით გასაჩივრების პასუხი ადვოკატისთვის  ხვალ იქნება ცნობილი.

„საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ადეიშვილის ხელმოწერის გარეშე, ადვოკატების ხელმოწერით ჩავაბარეთ. ეს უკვე სააპელაციო სასამართლოს პრეროგატივაა განიხილავს თუ არა. რა ბედი ეწია ჩვენს საჩივარს, ამაზე პასუხი ხვალ გვეცოდინება“,-განაცხადა ადვოკატმა  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის ადგილსამყოფელს ,ის ადვოკატისთვის უცნობია, თავის დაცვის ქვეშ მყოფს კი გოჩა სვანიძე მამის საშუალებით ეკონტაქტება.