ევროსაბჭოში საქართველოს ელჩის გათავისუფლებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა

ევროსაბჭოში საქართველოს ელჩის გათავისუფლებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა

ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი მამუკა ჟღენტი თანამდებობას ტოვებს. მამუკა ჟღენტის განცხადებით, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და ეს არის მთვრობის და პრეზიდენტის შეთანხმებული გადაწყვეტილება.

ვინ შეცვლის მამუკა ჟღენტს ელჩის თანამდებობაზე და ვისი კანდიდატურა განიხილება ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელად, ამის შესახებ  ჟღენტი ინფორმაციას არ ფლობს.

 მამუკა ჟღენტი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტს 2011 წლის იანვრიდან იკავებს და მან ამ პოსტზე ზურაბ ჭიაბერაშვილი შეცვალა.