პარლამენტი 15 იანვარს საქმიანობას განაახლებს

პარლამენტი 15 იანვარს საქმიანობას განაახლებს

მომავალ კვირას, პარლამენტი საქმიანობას რიგგარეშე სესიის ფორმატში განაახლებს.

From.ge-ს ინფორმაციით, 15 იანვარს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც კანონმდებლები მომავალი კვირის დღის წესრიგზე იმსჯელებენ.

ამასთან, მომავალ კვირას, რიგგარეშე სხდომებიც გაიმართება, რომლის ჩატარების უფლებას საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტს სთხოვს.

პარლამენტი იანვარში საქმიანობას რიგგარეშე ფორტმატში გააგრძელებს. თებერვლის პირველი სამშაბათიდან კი, უწყება საგაზაფხულო სესიას გახსნის და საქმიანობას ოფიციალურად შეუდგება.

შესაძლოა რიგგარეშე სხდომებზე იმ ელჩების კანდიდატების შესახებ იმსჯელონ, რომლებიც უკვე სხვადსხვა ქვეყნებიდან გამოიწვიეს. კერძოდ, ამ დროისთვის,  გამოწვეულია ის ექვსი ელჩი, რომლებსაც როტაციის თანახმად, ვადა 1-ელ აპრილამდე ეწურებოდათ. ესენი არიან - ვენასა და ეუთო-ში საქართველოს წარმომადგენლები, ასევე უნგრეთში, ჩეხეთში, უკრაინასა და ლატვიაში. ამასთან, თანანმდებობას დატოვა - ამერიკაში საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილიც.

შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტმა საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს დახურა და საქმიანობა 28 დეკემბრამდე რიგგარეშე ფორმატში გააგრძელა.