აბაშის მოსახლოება გამგებლის წინააღმდეგია

აბაშის მოსახლოება გამგებლის წინააღმდეგია

აბაშის გამგებლის დანიშვნას რაიონში ხმაური მოჰყვა. საკრებულოს სხდომის პარალელურად, საკრებულოს წინ შეკრებილი აბაშის მოსახლეობა გამგებლის კანდიდატის გოჩა ჭანტურიას მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა. მოსახლეობის განცხადებით, ჭანტურია „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამომხატველი გახლდათ და მას „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ ჰქონია.

გოჩა ჭანტურია კი ირწმუნება, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარი კავშირი არ აქვს და ახალი მთავრობის პოლიტიკურ კურსს გაატარებს. .