ახალციხეში დიდი რაოდენობით მარიხუანა ამოიღეს

ახალციხეში დიდი რაოდენობით მარიხუანა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქ. ახალციხეში, ნარკოდანაშაულისთვის, წარსულში არაეთგზის ნასამართლევი 1958 წელს დაბადებული გრიგორ ა. დააკავეს. ამ განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს.
სამართალდამცველებმა, ქ. ახალციხეში, ზედგენიძის ქუჩაზე, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსო-ნაგებობის ჩხრეკის შედეგად 1კგ 495გრ ნარკოტიკული ნივთიერება, გამომშრალი „მარიხუანა” და 3 ცალი გამოსაყენებლად ვარგისი “KD” ტიპის კაფსულ დეტონატორი ამოიღეს.

ექსპერტის დასკვნით, გრიგორ ა. დაკავების დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

საქმე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ასევე 236-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს ახალციხის რაიონული სამმართველო აწარმოებს,“-ნათქვამია გავრცელებულ განაცხადებაში.