იაპონიის ახალი მთავრობის პროტესტი ჩინეთის წინააღმდეგ

იაპონიის ახალი მთავრობის პროტესტი ჩინეთის წინააღმდეგ

Agence France-Presse–ის ინფორმაციით, იაპონიის ახალმა მთავრობამ პირველი პროტესტი გამოხატა ჩინეთის მისამართით.

იაპონიაში ჩინეთის ელჩი ჩენ ინხუა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს იაპონიის კუნძულ სენკაკუს მახლობლად იაპონიის კუთვნილ წყლებში ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკის სამხედრო გემების შესვლასთან დაკავშირებით.

 სენკაკუს დაუსახლებელ კუნძლებს დიდი ხანია ერთმანეთს ედავება ჩინეთი და იაპონია.იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, ჩინეთის სამხედრო გემების შესვლა ბოლო პრეცენდენტი იქნება იაპონურ წყლებში, ჩინეთის ელჩის განცხადებით კი, ეს კუნძულები ჩინეთის სახელმწიფოს საკუთრება გახლავთ, თუმცა განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებას იაპონიის მთავრობის აღშფოთებასაუცილებლად გადასცემდა.

იაპონიის ახალმა პრემიერმა სინძო აბემ პირობა ა დადო არჩევნების წინ, რომ იაპონიის ახალი მთავრობა აუცილებლად გაამკაცრებდა პოლიტკას ჩინეთის მიმართ.