ობამამ თავდაცვის ახალი მინისტრი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი წარადგინა

ობამამ თავდაცვის ახალი მინისტრი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი წარადგინა

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, ყოფილი სენატორი ჩაკ ჰეიგელი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელად ჯონ ბრენანი დაასახელა. ორივე კანდიდატი სენატის თანხმობას ელოდება.

ბრენანთან დაკავშირებით, ამერიკელ სენატორებს თავისებური დამოკიდებულება გააჩნიათ. პრეზიდენტ ბუშის დროს,ჯონ ბრენანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების წინააღმდეგ წამების მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.სწორედ ამ მიზეზით მოხსნა ბრენანმა თავისი კანდიდატურა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2008 წელს, თუმცა, ამჯერად ბრენანის განცხადებით, სამმართველო ახლებურად იმუშავებს.

„ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მუშაობა  ასახავდა თავისუფლებას და იმ ფასეულობებს, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია, თუმცა მავე დროს ჩვენ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ ჩვენი ერის უსაფრთხოებისთვის“,–აცხადებს ბრენანი.

რაც შეეხება მილიონერი რესპუბლიკელის ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურას, ობამას სენატორების მხრიდან, სავარაუდოდ, წინააღმდეგობა შეხვდება. ჰეიგელი შენიშნული გახლდათ სექსუალური უმცირესობის და ისრაელის მიმართ მკაცრდ დამოკიდებულებაში,ჰეიგელი თავის დროზე ასევე ითხოვდა პენტაგონის ბიუჯეტის შემცირებას, ბუშ–უმცროსს კი ერაყში შეჭრისთვის აკრიტიკებდა.

ბარაკ ობამა,როგორც ჩანს მზად არის სენატორების მხრიდან წინააღმდეგობისთვის,მისი განცხადებით,ის სენატში რამდენიმ ედაძაბულ მოსმენას ელოდება.