ბესელია: საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის

ბესელია: საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ირწმუნება, რომ კოალიციაში საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

როგორც from.ge-ს ბესელიამ განუცხადა, ამ დრომდე, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის.

„სხვადასხვა კანდიდატი სახელდება, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული და კონსულტაციებიც არ ყოფილა. თუ როგორი იქნება კოალიციის გადაწყვეტილება, ვგულისხმობ იმას, რომ ერთი კანდიდატი იქნება თუ რამდენიმე, ეს პროცესი წინ გველოდება“, - განაცხადა ბესელიამ.