ირაკლი ალასანია:  ISAF-ის  შემდეგ, ავღანეთში     ჩვენი შეიარაღებული ძალები  საბრძოლო მოქმედებებშ აღარ მიიღებენ მონაწილეობას

ირაკლი ალასანია: ISAF-ის შემდეგ, ავღანეთში ჩვენი შეიარაღებული ძალები საბრძოლო მოქმედებებშ აღარ მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგ ავღანეთში ქართული ჯარის ამოცანები საბრძოლო აღარ იქნება. მინისტრის განმარტებით, უკვე მიმდინარეობს დაგეგმარება , როგორი მისია ჩამოყალიბდება ISAF-ის დასრულების შემდეგ.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენი ამოცანები არ იქნება სამხედრო, საბრძოლო. საბრძოლო მოქმედებებში ჩვენი შეიარაღებული ძალები აღარ მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი ამოცანები იქნება, დავეხმაროთ ავღანეთის უსაფრთხოების სტრუქტურებს და ჯარს, რომ გამოცდილება გავუზიაროთ, მივცეთ შესაძლებლობები განათლების მიღებისა ჩვენს თავდაცვის აკადემიაში“,- განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით,  საქართველო უკვე მონაწილეობს ნატო-სთან ერთად დაგეგმარების პროცესში, თუ როგორი მისია ჩამოყალიბდება თავად ნატო-ში და ინდივიდუალური ქვეყნები როგორ გააგრძელებენ საკუთარ პროგრამას ავღანეთთან.

„ამის მიხედვით ჩვენ ჩამოვაყალიბებთ უკვე საკუთარ სტრატეგიას, რა ფორმით, ვისთან ერთად დავეხმარებით ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გაწვრთნაში“, -განაცხადა ალასანიამ.