თეა წულუკიანმა თავის მოადგილედ ალექსანდრე ბურჭულაძე წარადგინა

თეა წულუკიანმა თავის მოადგილედ ალექსანდრე ბურჭულაძე წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავის მოადგილედ ალექსანდრე ბურჭულაძე წარადგინა.

 „შეგვიძლია,  ვიამაყოთ, რომ ამ ადამიანის დამსახურება, რომ თავდაცვის სამინისტროში გამოვლინდა ბაჩო ახალაიას მიერ დატოვებული 113 მილიონი ლარის დეფიციტი, რომელიც განახევრებულ იქნა და დანარჩენის დაფინანსების მექანიზმები სწორედ ბურჭულაძის მიერ იქნა ორგანიზებული. მან შეიმუშავა 2013 წლის ბიუჯეტი თავდაცვის სამინისტროში და ა.შ. ბურჭულაძემ მოიხადა ვალი თავდაცვის სისტემის წინაშე, მას შეეძლო იქ წარმატებით საქმიანობის გაგრძელება, თუმცა ჩვენ ის დაგვჭირდა და მე მას მადლობა მინდა, გადავუხადო, ისევე როგორც თავდაცვის მინისტრს, რომ ბურჭულაძე სამუშაოდ ჩვენთან გადმოვიდა“,- განაცხადა წულუკიანმა.