მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში 21-25 იანვარს გაიმართება.

ევროპის საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით,  საპარლამენტო ასამბლეაზე გამომსვლელებს შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და იტალიის იუსტიციის მინისტრი პაოლა სევერინო არიან.

საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველო-რუსეთის ომის შედეგად დაზარალებულ პოსტკონფლიქტურ ზონაში ჰუმანიტარული სიტუაციის საკითხს განიხილავენ.