საქართველოს ფოსტამ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

საქართველოს ფოსტამ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

საქართველოს ფოსტამ მომსახურების სრულყოფისა და ადრესატისთვის წერილის ჩაბარების მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტი, რომლის განხორციელებაც მუხიანის საფოსტო მომსახურების ცენტრიდან დაიწყო, ბონუსური სახელფასო სისტემის გამოყენებას ითვალისწინებს.

მისი მიზანია ფოსტის თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდა, კერძოდ ყოველი ადრესატისთვის ჩაბარებული გზავნილი გავლენას იქონიებს კურიერის ანაზღაურებაზე, მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზის ფორმირება და განახლება კი - ოპერატორთა ანაზღაურებაზე.

პროექტის წარმატება პირველივე დღეების ანალიზითაც აშკარაა. საშუალოდ 52%-იანი ჩაბარების მაჩვენებელი 75%-მდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფოსტა არ აპირებს საწყისი მაჩვენებლების განზოგადებას,  მენეჯმენტი დარწმუნებულია,  რომ პროექტი შედეგიანი იქნება და უმოკლეს ვადებში საქართველოს ყველა საფოსტო მომსახურების ცენტრში დაინერგება.