კობი-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე უამინდობის გამო ყველანაირი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  არაგვისპირი-გუდაურისა(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი,  ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია არაგვისპირიდან ფასანაურამდე და სტეფანწმინდიდან ლარსამდე მონაკვეთებზე.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაური(ფოსტა) და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთებზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, საქართველოს გზებზე სხვა რეჟიმები არ მოქმედებს და ყველა სხვა მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.