ქართველი ებრაელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ჯემალ აჯიაშვილი გარდაიცვალა

ქართველი ებრაელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ჯემალ აჯიაშვილი გარდაიცვალა

ისრაელში, 5 იანვარს, 68 წლის ასაკში გამოჩენილი ქართველი ებრაელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ჯემალ აჯიაშვილი გარდაიცვალა. სამძიმრის წიგნი გაიხსნება საქართველოს მწერალთა კავშირში. ივანე მაჩაბელის ქ. N13. 9 და 10 იანვარს 13:00-დან -16:00 საათამდე. 

ჯემალ აჯიაშვილი დაიბადა 1944 წლის 23 მარტს დაბა სენაკში, საქართველო. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1968-1971 წლებში სამსახურეობრივი მივლინებით იმყოფებოდა ირანში.

1974-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულიურთიერთკავშირების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად. კითხულობდა ლექციებს თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტში და უცხო ენების ინსტიტუტში. 1988 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისქართულ–უცხოური ლიტერატურული ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელი. 1993 წელსარჩეულ იქნა სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრისგამგედ, 1997 წლიდან კი არის ებრაული სახალხო უნივერსიტეტის რექტორი.

ჯემალ აჯიაშვილი არის საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი 1977 წლიდან, ხოლო საქართველოს მწერალთაკავშირის წევრი – 1980 წლიდან.

შემოქმედება

ჯემალ აჯიაშვილმა თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები: ბიბლიური ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსები.

კ.მარჯანიშვილის სახ. დრამატულ თეატრში წარმატებით დაიდგა ჯ. აჯიაშვილის მიერ ნათარგმნი კარლო გოცის პოემა-ზღაპარი „ცისფერი უკუნეთი“, ჩიკამაცუს დრამატული პოემა „შეყვარებულთა თვითმკვლელობა კუნძულის ზეციურ ბაგეზე“.

ჯ.აჯიაშვილმა ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობას უძღვნა ისტორიული ესე „გაიღვიძე ქნარო!“ – პიესა-მონოლოგი, რომელიც კ.მახარაძემ დადგა ერთი მსახიობის თეატრში.

ჯილდოები და პრემიები

სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1984წ.)

პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილ.ჭავჭავაძის სახ. პრემიის ლაურეატი (1991წ.)

ივ. მაჩაბელის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995წ.)

ღირსების ორდენის კავალერი (1996წ.)

„საბა“ საუკეთესო თარგმანისთვის „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“ - (2005 წ.)