მშობიარობა უფასო გახდება

მშობიარობა უფასო გახდება

საქართველოში 1-ელი ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება. ამის შესახებ  from.ge--ს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

დეპუტატის ინფორმაციით, მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ერთიანი სადაზღვევო ფონდი დაფარავს, რომელიც სრულად 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.  

 „სახელმწიფო თითოეული მოქალაქის მიმართ ვალდებულებას აიღებს, რომ მოქალაქე ჯანდაცვის მხრივ დაცული იყოს. 1-ელი ივლისიდან მშობიარობა საერთოდ უფასო იქნება“, - აცხადებს დეპუტატი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მშობიარობა საზოგადოების ყველა ფენისთვის უფასო იქნება.

რაც შეეხება იმას, ამ პროგრამის დაფინანსება სახელმწიფ ბიუჯეტს თუ რა დაუჯდება, ხუნდაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ხარჯებზე კონკრეტიკა არ არის და მშობიარობა სამედიცინო მომსახურების პაკეტში შევა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფერო 2, 5 მლრდ ლარით ფინანსდება, საიდანაც დაზღვევაზე 600 მლნ ლარი მიიმართება.