ალილოს მონაწილეებს პატრიარქმა  შობა მიულოცა

ალილოს მონაწილეებს პატრიარქმა შობა მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ალილოს მონაწილეებს შობა მიულოცა. პატრიარქმა მათ ტკბილეული გადასცა და დალოცა.

,,შობას გილოცავთ, ამ ბედნიერ დღეს, ქრისტეშობას. გილოცავთ თქვენ და მთელს საქართველოს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო აფხაზეთსა და ცხინვალს. ღმერთმა ინებოს საქართველოს მთლიანობა და ბედნიერება. ჩვენთან არს ღმერთი”, -ბრძანა პატრიარქმა.

ამის შემდეგ უწმინდესმა ალილოს მონაწილეები საპატრიარქოში მიიწვია.

ალილოს მონაწილეებმა საპატრიარქოს შენობის გარშემო გალობით მსვლელობა მოაწყვეს.

ამასთან, ჩოხოსნებმა პატრიარქს საჩუქრად ხატი მიართვეს, რომელზეც თავად უწმინდესია გამოსახული.