ალილოსთან დაკავშირებით, მსვლელობა ქუთაისშიც გაიმართა

ალილოსთან დაკავშირებით, მსვლელობა ქუთაისშიც გაიმართა

უფლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილო ქუთაისშიც გაიმართა.

ალილოს მონაწილეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა და ალილოს მონაწილეებმა ქრისტესშობის გალობით ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

ამასთან, ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული იმერეთის გუბერნატორმა, ყოფილმა დეპუტატმა, ვახტანგ ბალავაძემ და ქუთაისის მერმა ბესო ბრეგაძემ მიულოცეს.

ალილოს მონაწილეები ქუთაისში შეგროვილ სურსათ-სანოვაგეს მოხუცთა პანსიონატს და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სახლებს გადასცემენ.