ბიძინა ივანიშვილი სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ჭორვილაში დაესწრო

ბიძინა ივანიშვილი სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ჭორვილაში დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს მშობლიურ მხარეში შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ჭორვილაში, 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში დაესწრო.

,,შობა საყვარელი და ტრადიციული დღესასწაულია ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ამ დღეს უდიდესი სიხარულით ველოდებით და ყველა ოჯახში საზეიმო განწყობა სუფევს. შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და მჯერა, რომ ჩვენ, ყველანი ერთად ახალი შემართებით ავაშენებთ ჩვენს საოცნებო საქართველოს”, - ასე მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა მართლმადიდებლურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაული.

გარდა ამისა, გავრცელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის საშობაო მისლოცვაც.

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. შობა საყვარელი და ტრადიციული დღესასწაულია ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ამ დღეს უდიდესი სიხარულით ველოდებით და ყველა ოჯახში საზეიმო განწყობა სუფევს.

სიმბოლურად შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და მჯერა, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, ახალი შემართებით ავაშენებთ ჩვენს საოცნებო საქართველოს.

ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს”,-ნათქვმია პრემიერის მილოცვაში.