შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებით, რუსეთი უკრაინას ეკონომიკურად აშანტაჟებს,რათა მან პოლიტიკური კურსი შეიცვალოს.
„რუსეთი მძიმე ეკონომიკურ შანტაჟს მიმართავს, რათა მას პოლიტიკური კურსი შეაცვლევინოს“,-წერს ბილდტი საკუთარ ბლოგ Twitter–ში.
ამ განცხადების საფუძველი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის ალექსანდრე გორბანემის განცხადება, რომელიც მან 1 იანვარს გააკეთა. გორბანემის განცხადებით, რუსეთი უკრაინისთვის გაზის ფასს მანამ არ დააკლებს, სანამ ის საბაჟო კავშირის წევრი არ გახდება. „ან ევროკავშირი, ან საბაჟო კავშირი-უკრაინამ არჩევანი უნდა გააკეთოს“,–აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.