ცნობილი ლატვიელი კომპოზიტორი, ერთ–ერთი პრესტიჟული კონკურსის „ნოვაია ვოლნას“ ორგანიზატორი რაიმონდ პაულსი უარს აცხადებს კონკურსში მონაწილეობის მიღებასა და ორგანიზებაში.
ლატვიის ხელისუფლება მთლიანად ეთანხმება კომპოზიტორის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ლატვიის სეიმის ვიცე–სპიკერმა ანდრეი კელემენტიევმა განაცხადა.
“ კომპოზიტორის არგუმენტები სამართლიანია, ჩვენ ყოველწლიურად ყურადღებით ვაკვირდებით კონკურსს და ვხედავთ, რომ ის ახალი აღმოჩენებით აღარ გვახარებს,ის რუსული ესტრადის ვარსკვლავების კონკურის გახდა. კონკურსს შემოქმედებითი პროცესი აკლია“,-განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
რაიმონდ პაულსის განცხადებით,კონკურსი რუსი კომპოზიტორის და კონკურისი მთავარი ორგანიზატორის იგორ კრუტოის ოჯახური საქმე გახდა, ჟიურის საქმიანობა კი სამარცხვინოა,“ყველა თავისიანს აძლევს ხმას“,“კონკურსი ფინანსურადაც არამომგებიანი ხდება“,-აღნიშნა პაულსმა.
მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა იგორკრუტოის და კონკურსის ორგანიზატორებს.
რაიმონდ პაულსმა და იგორ კრუტოიმ კონკურსი „ნოვაია ვოლნა“ 2002 წელს დაარსეს.მას შემდეგ კონკურსი ყოველწლიურად იურმალაში ტარდება და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.მისი დანიშნულება ახალი ხმების მოძიება გახლდათ,პაულსის განცხადებით კი, ბოლო წლებში ჟიურის გადაწყვეტილება და გამარჯვებულის გამოვლენა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.